logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: კალა კალაძე არის ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ლიდერის თვისებები
- +

26 აგვისტო. 2017. 20:57


 კახა კალაძე ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია გამორჩეული ლიდერის თვისებები,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ განაცხადა.


როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს.


"კახა არის სიახლეზე ორიენტირებული ადამიანი, მას თანამედროვე მიდგომები გააჩნა და თავი დაიმკვიდრა პოლიტიკოსად, რომლისთვისაც მთავარია ზნეობა და წესიერება. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ კახა სუფთა ხელებით აუცილებლად პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება თბილისისთვის ახალი გადაშლილი ფურცელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე შეაფასა. "არჩილი არის ძალიან ორგანიზებული, ძალიან კარგი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ღირსეულად შეასრულებს ამ მოვალეობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

big_banner
არქივი