logo_geo
კახა კალაძე - აუცილებლად ვიმუშავებ იმაზე, რომ გამოინახოს სამართლებრივი შესაძლებლობები, რათა „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გაუქმდეს
- +

26 აგვისტო. 2017. 21:20



მე შეძლებისდაგვარად გავეცანი „სითი პარკთან" არსებულ ხელშეკრულებას და მინდა გითხრათ, რომ ეს არის კაბალური ხელშეკრულება, რომელიც სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს იქნა გაფორმებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ „ქრონიკის" ეთერში განაცხადა.


კახა კალაძე თბილისის მერობის შემთხვევაში, სამართლებრივი მექანიზმების გამოძებნას და ხელშეკრულების გაუქმებას აპირებს.


„ძალიან მძიმეა ხელშეკრულების შინაარსი, თუმცა მე როცა მერი გავხდები, აუცილებლად ვიმუშავებ იმაზე, რომ გამოინახოს სამართლებრივი შესაძლებლობები, რომ ეს ხელშეკრულება გაუქმდეს, რადგან პირდაპირ ამ კომპანიის ინტერესშია ის, რომ ქალაქში არ იყოს მანქანის გასაჩერებელი ადგილები, იმიტომ, რომ რაც უფრო ნაკლებია გასაჩერებელი ადგილები, კომპანია უფრო მეტ ჯარიმას უწერს მოსახლეობას, აღიზიანებს მოსახლეობას და თბილისის მოსახლეობას უწევს ჯიბეების დაცარიელება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლის ცვლილებაზეც აუცილებლად ვიმუშავებთ და დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად შევძლებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

big_banner
არქივი