logo_geo
არჩილ თალაკვაძე: კახა კალაძე სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი იქნება!
- +

26 აგვისტო. 2017. 21:28



„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო შტაბის გახსნაზე განაცხადა, სადაც კახი კალაძემ ის შტაბის ხელმძღვანელად ოფიციალურად წარადგინა. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, კახა კალაძე უახლოეს დღეებში, თბილისის განვითარების სამომავლო ხედვასა და პროგრამებს თემატურად წარადგენს.


დედაქალაქის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გამოცხადებული ნდობისთვის კახა კალაძესა და მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა.


„ჩვენ გავიმარჯვებთ არამხოლოდ 21 ოქტომბერს, არამედ ყოველდღე არჩევნების შემდეგ, როდესაც ქალაქის ეკონომიკა, სიმწვანე, ურბანული განვითარება და სოციალური პოლიტიკა ახალი ენერგიით შეივსება.

 

მზად ვარ მივიღო და შევასრულო ეს მნიშვნელოვანი ამოცანა. საარჩევნო შტაბი საუკეთესო ფორმაშია. ჩვენს კამპანიაში ყველა სფეროდან საუკეთესო პროფესიონალები არიან ჩართული. თბილისში კიდევ ათი შტაბი უკვე სამუშაო რეჟიმშია. ამ ოფისის კარი კი, თითოეული ადამიანისთვის, მათი პრობლემებისა და იდეებისთვის ღია იქნება", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


არჩილ თალაკვაძის წარდგენისას თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ თალაკვაძე შტაბის საიმედო ხელმძღვანელი იქნება.


„არჩილ თალაკვაძე კარგი მეგობარი და თანაგუნდელია, კარგი მენეჯერული თვისებებით. ამ არჩევნებზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გვერდით მყოლოდა ისეთი ადამიანი, რომელთანაც არამარტო პოლიტიკური ხედვები და მომავლის გეგმები მაერთიანებდა, არამედ პასუხისმგებლობა, ქვეყნის სიყვარული და დაგეგმილის განხორციელების სურვილი. ჩემი შტაბი საიმედო ადამიანის ხელშია. ჩვენი მიზანი საერთოა - თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ის აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი", - განაცხადა კახა კალაძემ.









 


 

big_banner
არქივი