logo_geo
კახა კალაძე: საარჩევნო შტაბის კარი ყველა თქვენგანისთვის ღია იქნება!
- +

26 აგვისტო. 2017. 22:08



"ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისი ჯანსაღ, სიმწვანით სავსე ქალაქად  უნდა იქცეს.

 

„თბილისი ჯანსაღ, სიმწვანით სავსე ქალაქად  უნდა ვაქციოთ. დარწმუნებული ვარ, თბილისელები მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოიჩენენ, არჩევნებზე აუცილებლად მოვლენ და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. თქვენი პოზიცია და ჩართულობა გადამწყვეტია, რადგან ყოველი ჩვენთაგანის ვალია, სიცოცხლით სავსე ქალაქის წინსვლაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. დღეიდან საარჩევნო შტაბი გახსნილია, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს და ყველა თქვენთაგანისთვის კარი ღია იქნება", - აღნიშნა კალაძემ.


კალაძის განცხადებით, მთელი ქალაქის მასშტაბით „ქართული ოცნების" შტაბები ფუნქციონირებს, დანიშნულია შტაბის ხელმძღვანელები.

 

„მზად ვარ, საარჩევნო კამპანია დავიწყოთ. უახლოეს მომავალში ჩვენს ხედვებს წარვადგენ, ეს იქნება ძირითადი მიმართულებები, რაზეც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მოგვიწევს მუშაობა", - დასძინა კალაძემ.










 


 

big_banner
არქივი