logo_geo
მამუკა მდინარაძე: თბილისი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი!
- +

26 აგვისტო. 2017. 22:17


 

"კახი ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას და თბილისი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ოფიციალურ გახსნამდე განუცხადა.

 

„კახი ბევრს საუბრობს ამ დღეებში იმ გამოწვევებზე, რაც ქალაქის წინაშე დგას. ის ხშირად იმეორებს, რომ უნდა ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში, სიცოცხლით სავსე ქალაქში, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში, ტრანსპორტისგან რეალურად განტვირთულ ქალაქში, რაც ქაოტური მშენებლობის პრობლემის მოგვარებით უნდა მოხდეს", - აღნიშნა მდინარაძემ.











 


 

big_banner
არქივი