logo_geo
კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნა
- +

26 აგვისტო. 2017. 22:23


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის გახსნას დაესწრო და თანაგუნდელს გამარჯვება უსურვა.


დღეს კახი იწყებს საარჩევნო კამპანიას, შტაბი გაიხსნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოსვლა, საკუთარი იდეების წარდგენა. კახი ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია გამორჩეული ლიდერის თვისებები. მისი გახსნილობა არის ყველაზე მთავარი დამახასიათებელი თვისება. ის არის სიახლეზე ორიენტირებული ადამიანი, მას თანამედროვე მიდგომები გააჩნია და მან თავი დაიმკვიდრა პოლიტიკოსად, რომლისთვისაც მთავარი არის ზნეობა და წესიერება, ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ კახი სუფთა ხელებით, აუცილებლად პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება თბილისისთვის ახალი გადაშლილი ფურცელი" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ. კახი კალაძის საარჩევნო შტაბს არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი არის ორგანიზებული ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც ღირსეულად შეასრულებს ამ მოვალეობას. გიორგი კვირიკაშვილმა კახი კალაძის მხარდამჭერებს და თბილისელებს შტაბის გახსნა მიულოცა: ,, დარწმუნებული ვარ თბილისისთვის ეს იქნება ძალიან ბევრი სიახლის მომტანი, თბილისი ნამდვილად დაიმკვიდრებს თავს, როგორც ერთის მხრივ უძველესი ტრადიციების მქონე, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი სიახლის, სიცოცხლით სავსე ქალაქი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა. მერობის კანდიდატი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.


























































big_banner
არქივი