logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: უკრაინიდან ველოდებით 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს
- +

30 აგვისტო. 2017. 10:30



აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს უკრაინა ავიაციით დაეხმარება.


შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განაცხადებით, უკრაინამ საქართველოში 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავი გამოგზავნა.


„უკრაინიდან ველოდებით 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს და არა ვერტმფრენს. უახლოეს საათებში ის შემოგვიერთდება. ოდესაში დაიმატებს საწვავს და სულ რამდენიმე საათში იქნება საქართველოში", - განაცხადა მღებრიშვილმა.













 

big_banner
არქივი