logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: სამარცხვინოა ის, რაც მე მოვისმინე!
- +

31 აგვისტო. 2017. 21:47


„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეზობელ ქვეყნებს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღეს წაღვერის სტიქიის დაძლევაში, ესენი არიან თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი" , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხად.


„ოთხი ქვეყანა მონაწილეობდა უშუალოდ, მაგრამ ერთი რაღაც გამოჩნდა, რაოდენ კარგადაც არ უნდა იყოს ერთი კონკრეტული ქვეყანა მომზადებული ასეთი სტიქიისთვის, რა თქმა უნდა, რეგიონალური ჩართულობა არის აუცილებელი. უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ, რუსეთის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა ის, რაც მე მოვისმინე. ჩვენთვის უპირველესია ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, არ მაქვს უფლება, რეზერვში არ მქონდეს ყველა შესაძლო საშუალება. საშიშროება, რომ სტიქიას უფრო მეტი მასშტაბი მისცემოდა, იყო რეალური. ოთხშაბათის შუადღე ძალიან კარგად მახსოვს, როცა ქარმა იმავე მასშტაბით გააღვივა ცეცხლი, რაც სტიქიის დასაწყისში იყო.

 

მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ სათანადოდ შეფასონ ასეთი ტიპის გამოსვლები. მთავრობას გააჩნია გაცილებით უფრო მაღალი დონის პასუხისმგებლობა, თითოეული ჩვენი მოქალაქის დაცვის, მისი ქონების დაცვის კუთხით და, რა თქმა უნდა, ღირსეულად მოვიქცევით ყოველ ასეთ შემთხვევაში. ჩვენ ჩვენს მანდატს, რომელიც მოსახლეობამ მოგვანიჭა, ღირსეულად შევასრულებთ. ამაზე მეტი საუბარი არ ღირს. შესაბამისი განცხადებები გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ასევე პრემიერის წარმომადგენელმა - ზურაბ აბაშიძემ გააკეთა დეტალური კომენტარი. ჩვენ თავის სამართლებელი ჩვენს მოსახლეობასთან ნამდვილად არაფერი გვაქვს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


 

big_banner
არქივი