logo_geo
სოფიო კილაძე: ოპოზიციას სიტუაციის არევა უფრო უნდოდა...
- +

1 სექტემბერი. 2017. 13:56



„ძალიან კარგად ნახეთ, რომ იყო ულტიმატუმების ენით საუბარი. მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ოპოზიციას სიტუაციის არევა უფრო უნდოდა, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა.


„ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პროცესში. ნამდვილად გვქონდა განზრახული, რომ ეს ყოფილიყო კონსენსუსის ფარგლებში მომზადებული პროექტი. ძალიან კარგად ნახეთ, რომ იყო ულტიმატუმების ენით საუბარი და მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ოპოზიციას სიტუაციის არევა უფრო უნდოდა, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ასეთი ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. გასაგებია, რომ ოპოზიციაა, მაგრამ როცა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება საქმე, როგორიც კონსტიტუციაა, ქვეყნის ძირითადი კანონია, აქ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, თავის შეფასებას გააკეთებს. მე წინასწარ ვერ ვიტყვი, რა შეიძლება იყოს ვენეციის კომისიის განცხადება. ჩვენი მხრიდან ყველანაირად ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო კონსენსუსი მიღწეული, მაგრამ კონსენსუსს ჰყავს ორი მხარე და ცალმხრივად როგორც მეგობრობა არ არის, ასევე კონსენსუსიც არ არსებობს ცალმხრივი. ოპოზიციურ ფლანგსაც შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადმოედგა და ულტიმატუმების ენით არ უნდა ესაუბრა", - განაცხადა კილაძემ.

 

 


 

big_banner
არქივი