logo_geo
თორნიკე შარაშენიძე: ახალაია ბუას როლში ჰყავთ
- +

7 დეკემბერი. 2016. 14:10





პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან" ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს.


მიკვირს ის ყველაფერი, რაც დღეს ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება. შიგნით რა ხდება, ამაზე ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს და ეს მხოლოდ მათ იციან. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რეალურად რა გახდა ამ მოვლენების განვითარების მიზეზი? გარედან რეალურ მიზეზებზე საუბარი რთულია, თუმცა, გასაკვირია ეს ყველაფერი.

რაც დღეს ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, ეს მათ არაფერში წაადგებათ. სამომავლოდ ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება პარტიაზე და მის რეიტინგზე. შეუძლებელია, რომ ამ პროცესებმა ასახვა არ პოვოს თავად პარტიაზე, მის მომავალზე და უკვალოდ გაიაროს. ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგის დიდი ნაწილი, ნახევარზე მეტი, სააკაშვილის რეიტინგია. თუ პარტია ორ ნაწილად გაიყოფა, მაშინ ცხადია, რომ სააკაშვილის გარეშე დარჩენილებს რეიტინგი დააკლდებათ. მიხეილ სააკაშვილს კი პარტიული ინფრასტრუქტურა დააკლდება. ამდენად, ორივე შემთხვევაში ორივე მხარე წაგებული რჩება.

ახალაია, როგორც ჩანს, ბუას როლში ჰყავთ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის" შიგნითაც, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს. ამით აშინებენ დანარჩენებს, რომ თუ არ დამშვიდდებით, ახალაიას კლანი მოვა და ჩაიგდებს პარტიას ხელშიო. არა მგონია, რომ ეს რეალური იყოს. ახალაიას კლანი გასაგებია, ვინც არის, თუმცა იმ ადამიანებს არ აქვთ ისეთი გავლენა და რესურსი, როგორიც, მაგალითად, გიგა ბოკერიას ან მიხეილ სააკაშვილს აქვთ.

სააკაშვილს არ აქვს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის იურიდიული უფლება და შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი დღეს ნაციონალურ მოძრაობაში" არის მხოლოდ ფორმალურად. დღეს ითვლება, რომ სააკაშვილი არის პარტიის სულისჩამდგმელი და ლიდერი. ამაშია საქმე. ამიტომ სხვა თავმჯდომარის არჩევა მას გააღიზიანებს.

სააკაშვილი იმ ტიპის ლიდერია, რომელიც ვერ გუობს სხვის ლიდერობას და წინ წამოწევას. სწორედ ამით არის მთელი ეს აჟიოტაჟი გამოწვეული. მაგალითად, დავით ბაქრაძის არჩევა სააკაშვილს გააღიზიანებს და ამას ვერ შეეგუება", - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი