logo_geo
გიორგი ჭიღვარია: თვითმმართველობა - ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან
- +

2 სექტემბერი. 2017. 18:11


 

„თვითმმართველობა - ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან, ამიტომ ჩვენ ხალხთან ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქალაქის სწორი განვითარება", - ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ჟურნალისტებს თვითმმართველობის არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განუცხადა.


მერობის კანდიდატმა ქალაქის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისი არის ევროპული ტიპის ქალაქი, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის და ტურისტებისთვის.


„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქუთაისი, ძლიერი ქუთაისი ძლიერი საქართველოსთვის", - განაცხადა მან.


გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერობის კანდიდატად დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. კანდიდატად წარდგენამდე ის ქუთაისის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.



 

big_banner
არქივი