logo_geo
„ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატი ავთანდილ უგრეხელიძე იქნება
- +

3 სექტემბერი. 2017. 18:01



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცაგერის მერობის კანდიდატი ავთანდილ უგრეხელიძე იქნება. ის მხარდამჭერებს დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში წარუდგინა.


როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, თვითმართველობის გაძლიერების მიზნით ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა რეგიონში არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას.

 

ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ როგორც ყველგან, ცაგერის მუნიციპალიტეტშიც უამრავი პრობლემა არსებობს. სწორი პოლიტიკით, რასაც მთავრობა თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით ახორციელებს, ჩვენს ენერგიასა და ძალისხმევას მოვახმართ იმას, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას და ძლიერი თვითმართველობა შევქმნათ, რაც ძლიერი საქართველოს წინაპირობაა", - განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.


პრემიერ-მინისტრმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.


ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.











 

big_banner
არქივი