logo_geo
ონის მერობის კანდიდატი მმართველ პარტიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის
- +

3 სექტემბერი. 2017. 18:43



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ემზარ საბანაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მმართველ პარტიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის. 


ამის შესახებ განცხადება ემზარ საბანაძემ ამბროლაურში, მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის იმედების გასამართლებლად, ძალისხმევას არ დაიშურებს.


მინდა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო  და ყველას შევპირდე, რომ პარტიის, მისი თავმჯდომარის, ხალხის იმედებს გავამართლებ. არ დავიშურებ ძალას და ენერგიას, რომ ჩემი გამოცდილება ჩემივე ხალხისა და კუთხის საკეთილდღეოდ დავხარჯო", - აღნიშნა ემზარ საბანაძემ.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ონის მერობის კანდიდატის თქმით,  მისი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება.


ჩემი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება. ასევე, სოციალური, სამედიცინო მიმართულება და სხვადასხვა საკითხები. იმედია, ხალხისა და ხელისუფლების ხელშეწყობით ამ ყველაფერს თავს გავართმევთ", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.


პრემიერ-მინისტრმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.


ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.








 

big_banner
არქივი