logo_geo
„სოფელ ართანასთან მობილიზებული იქნება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი“
- +

3 სექტემბერი. 2017. 20:46



„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან ხვალ, 06:00 საათიდან მობილიზებული იქნება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 400-მდე თანამშრომელი", - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.


ამ დროისთვის სოფელ ართანაში, კოხტას მთაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეჩერებულია.

 

„სიტუაცია რთულია, რელიეფი ძალიან რთულია. სხვა შემთხვევებში თუ ჩვენ შევძელით და გავჭერით გზები, ვამუშავეთ მძიმე ტექნიკა, შევიყვანეთ სახანძრო მანქანები, აქ ამის საშაულება არ გვაქვს. მოკლებული ვართ იმ შესაძლებლობას, რომ მძიმე ტექნიკა ვამუშაოთ და ახალი გზები გავჭრათ, მაგრამ ხვალ ინტენსიურად იმუშავებენ ავიაცია და ცოცხალი ძალა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ხვალ უკვე კონკრეტულ შედეგებს დავდებთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ ხანძარი გუშინ გაჩნდა. შილდაში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.











 

big_banner
არქივი