logo_geo
ეკა ბესელია: მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად აღსრულდება!
- +

8 სექტემბერი. 2017. 01:35



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას აცხადებს, რომ „მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად მოხდება და მართლმსაჯულება აღსრულდება".


,,უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე ქართულმა მხარემ მიმართა. ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო გაგზავნილი ეს მოთხოვნა. სააკაშვილმა მოქალაქეობა მიიღო და პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი შეიცვალა, მაგრამ როცა ის უკრაინის მოქალაქე აღარ არის, შესაბამისად, სამართლებრივი პროცედურები - სასამართლო განხილვა გრძელდება, დღის წესრიგში საკითხი ისევ დადგა და აბსოლუტურად გამართლებულია მოთხოვნა, როცა ქართული მხარე მის ექსტრადირებას ითხოვს, რადგან მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა ქართული მართლმსაჯულების მიერ. ასევე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ჩვენი კონსტიტუციით, ეს მოთხოვნა დასაბუთებულია. შემდეგ რა მოხდება, ამას დავაკვირდებით. მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად მოხდება და მართლმსაჯულება აღსრულდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.













 

big_banner
არქივი