logo_geo
ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იქნება
- +

10 სექტემბერი. 2017. 18:41


პარტია „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა  საქართველომ"   ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის მერობის კანდიდატად  მოქმედი  მერი  ბეგლარ სიორიძე წარადგინა.



სიორიძის თქმით, გასული სამი წელიწადი წარმატებული იყო, თუმცა მუნიციპალიტეტი კვლავ ბევრი საინტერესო გამოწვევის წინაშე დგას.


 

„ნამდვილად მეამაყება, რომ „ქართულმა ოცნებამ" უკვე მეორედ, ამჯერად, გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარმადგინა", თუმცა ეს გაასმაგებულ პასუხისმგებლობას მაკისრებს. გასული სამი წელიწადი ნამდვილად წარმატებული იყო, რაშიც ჩვენი მოსახლეობა დამეთანხმება, თუმცა ჩვენ გაცილებით ბევრი საინტერესო გამოწვევის წინაშე ვდგავართ", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.



მისივე თქმით, ოზურგეთში პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურული  პროექტები იქნება, თუმცა პარალელურად, ყველა ის საინტერესო პროექტი განხორციელდება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას მოემსახურება.   



პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში დღეს, გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.



პარტიის სახელით, ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იქნება; ლანჩხუთის - ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის - ირაკლი კუჭავა. 


 

big_banner
არქივი