logo_geo
კობა კობალაძე ავჭალის სკოლებს ესტუმრა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
- +

15 სექტემბერი. 2017. 15:57



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე ავჭალის სკოლებს ესტუმრა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა:


„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენს მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს! გისურვებთ წარმატებას, ნაყოფიერ სასწავლო წელს, ახალი ცოდნის მიღებასა და ამ ცოდნის სამომავლოდ გამოყენების შესაძლებლობას!

 

ყოველი ახალი სასწავლო წელი არის კიდევ ერთი საინტერესო პერიოდის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი.

 

გამორჩეულად ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს და პირველკურსელებს - მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია. განათლება და განათლებული ახალგაზრდობა - საქართველოს წინსვლის და წარმატების უცილობო წინაპირობაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებას", - აღნიშნა კობა კობალაძემ. 




























 

big_banner
არქივი