logo_geo
გარემოს დაცვის სამინისტროს არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს ააიპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოსთან
- +

8 დეკემბერი. 2016. 16:09



საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტო დღეს მედიაში გავრცელებულ უფლებადამცელის განცხადებას ეხმაურება, რომელსაც თან ერთვის ააიპ „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს" მიერ ტრანსგენდერ ქალთა ცენტრისათვის ქონების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი.



მედიაში დღეს გავრცელდა ერთ-ერთი უფლებადამცველის განცხადება, რომელსაც თან ერთვის ააიპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს" მიერ ტრანსგენდერ ქალთა ცენტრისათვის ქონების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკითხის ირგვლივ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მას არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს განცხადებაში დასახელებულ ააიპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოსთან".

 

შესაბამისად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებასთან არანაირი კავშირი არ აქვს", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.









 

big_banner
არქივი