logo_geo
პრემიერმა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა
- +

16 სექტემბერი. 2017. 18:10



პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, „ქართული ოცნების" სახელით, ამ რეგიონში მერობის 9 კანდიდატი იბრძოლებს.


მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის  მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის - გოჩა კურდღელია; აბაშის - ლევან მაკალათია, სენაკის - ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები დასახელდა; წალენჯიხის მერობის კანდიდატი - ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუს კი დავით გოგუა იქნება.

 

ეს ადამიანები მზად არიან, იზრუნონ თითოეული თქვენგანის და თქვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის. მზად არიან იმისათვის, რომ ეს ულამაზესი რეგიონი გახდეს კიდევ უფრო ლამაზი და გაბრწყინებული. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატების წარდგენისას.


მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები ასევე წარადგინა იმერეთში, კახეთში, გურიასა და აჭარაში. პრემიერი კანდიდატებს, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში წარადგენს.




 

big_banner
არქივი