logo_geo
ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის პირველი მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა
- +

24 სექტემბერი. 2017. 11:36

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის დასახლების პირველი მიკრორაიონის მე-15 და მე-16 კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდა.


დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.


ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნა მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციაა. დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ დეპუტატის არჩევის შემთხვევაში საკითხის დროულ გადაწყვეტაზე იზრუნებს.


„მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის და პირადად თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დედაქალაქში რეკრეაციული ზონების მოწყობა და არსებული სკვერებისა და პარკების რეაბილიტაციაა. ჩემი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, პრობლემა, რომლის შესახებაც დღეს მოსახლეობასთან ვსაუბრობთ, აუცილებლად მოგვარდება და ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის დასახლებაში, ისევე, როგორც მთელ დედაქალაქში, არაერთი სკვერი და ბაღი იქნება რეაბილიტირებული", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ისნის დეპუტატობის კანდიდატი, უკვე ორი კვირაა, აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს და მის საარჩევნო ოლქში შემავალი უბნების მცხოვრებთა საჭიროებებს ეცნობა. 



 

big_banner
არქივი