logo_geo
ლევან დავითაშვილი კახეთის გზატკეცილის მოსახლეობას შეხვდა
- +

30 სექტემბერი. 2017. 15:54


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი კახეთის გზატკეცილის N3ა კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.


როგორც შეხვედრაზე განუცხადეს დეპუტატობის კანდიდატს, კორპუსს სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროება. გარდა ამისა, მოსაწესრიგებელია კორპუსთან მდებარე სტადიონი და ეზოს ასფალტის საფარი.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყველა ის პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებულია და შესაბამისად, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ამ გამოწვევებს პასუხი დროულად გაეცეს.


 

big_banner
არქივი