logo_geo
ირაკლი ტაბაღუა რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მზადყოფნას გამოთქვამს
- +

30 სექტემბერი. 2017. 18:51


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.


ირაკლი ტაბაღუა ქვემო ქართლის რეგიონის მერობის დანარჩენ ექვს კანდიდატთან ერთად, დღეს რუსთავში, პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

 

„მადლობელი ვარ მმართველი გუნდის, რომელიც მაძლევს საშუალებას, ვიყო ქალაქ რუსთავის მერობის კანდიდატი და განვახორციელო ის  ძირითადი პროექტები, რომელიც რუსთავისა და რუსთაველების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. ჩემს გუნდთან ერთად, მზად ვარ, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.


21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას" მერობის კანდიდატი ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.


მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა იქნება, გარდაბნის - რამაზ ბუდაღაშვილი, მარნეულის - თემურ აბაზოვი, ბოლნისის - დავით შერაზადიშვილი, დმანისის - გიორგი ტატუაშვილი, წალკის - ილია საბანაძე, ხოლო თეთრიწყაროს - გიორგი ქორიძე. 


 

big_banner
არქივი