logo_geo
გიორგი ჩიქოვანი: არშემდგარი პოლიტიკოსის კლასიკური სახე!
- +

8 ოქტომბერი. 2017. 02:23


ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევანის გაკეთება არასდროს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორც დღეს.


„თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, არჩევანის გაკეთება არასდროს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორც დღეს არის. დღეს გვაქვს მარტივი მოცემულობა, არჩევანი თეთრს და შავს შორის, მოახლოებულ არჩევნებში სხვა ფერი არ არსებობს, ერთ მხარეს არის, „ნაციონალების" კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი, რომელიც „ნაციონალების" მძიმე მემკვიდრეობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და კვლავ უტიფრად აგრძელებს ხალხის შეცდომაში შეყვანას, ასევე არჩევნებში მონაწილეობს „ევროპული საქართველო", რომელიც დღემდე ვერ გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის" ჩრდილიდან და ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან თუ რა უნდათ და რა ძალას წარმოადგენენ.

 

არის კიდევ რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, რომელთაც ხალხში ასევე არ აქვთ საკმარისი რეიტინგი, რეიტინგი კი ყოველთვის შენი წარსული მოღვაწეობიდან მომდინარეობს, მათ კი თავისი წარსულით ვერ შეძლეს ხალხის ნდობის მოპოვება. ელისაშვილი საერთოდ ცალკე საუბრის თემა არის, ეს ადამიანი გახლავთ არშემდგარი პოლიტიკოსის კლასიკური სახე, ის თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ახალგაზრდა შალვა ნათელაშვილად, რომლის უმთავრესი საქმეც ხმამაღალი ყვირილი და პოპულისტური განცხადებების გაკეთება არის, რაც მთავარია ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, ერთი მომენტი, ელისაშვილი არის ადამიანი, რომელიც ებრძვის მათ, ვის უფლებებსაც უნდა იცავდეს (გავიხსენოთ მისი დიალოგი ტრაქტორის მემანქანესთან, ეს იყო ყოვლად ამორალური საქციელი რომელიც ადამიანს არ შეეფერება).

 

რაც შეეხება მეორე მხარეს, აქ არის კახა კალაძე, მერობის ერთადერთი და უალტერნატივო კანდიდატი, რომლის გამარჯვებაშიც მე პირადად ეჭვი არ მეპარება. კალაძე არის ადამიანი, რომელმაც განვლილი ცხოვრებით დაამტკიცა საკუთარი კომპეტენცია და მოიპოვა ხალხის ნდობა. ეს არის ადამიანი, რომლის დროსაც ქართული ენერგეტიკის სივრცეში მოხდა გარდატეხა, ეს არ ყოფილი პიარსვლით მიღწეული წარმატება, (როგორც ეს ნაციონალების დროს ხდებოდა) არამედ ეს იყო რეალური წარმატება და სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო ენერგო სექტორის აღმავლობა. ყველანი ვთანხმდებით, რომ თბილისს ჭირდება კარგი, კვალიფიციური, გამოცდილი მენეჯერი, კალაძე კი სწორედ ასეთი გახლავთ, მას ნამდვილად აქვს საკმარისი გამოცდილება და კომპეტენცია, რომ იყოს ღირსეული ქალაქის, ღირსეული მერი!", - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.


 

big_banner
არქივი