logo_geo
„უგულავა, ადეიშვილი, ბოკერია და მერაბიშვილი - მათ აღიზიანებდათ მიშას და ზურას ახლობლობა“
- +

11 დეკემბერი. 2016. 00:11



პარლამენტის ყოფილი წევრის, ელენე თევდორაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის  გარემოცვაში იყვნენ ადამიანები, რომელთაც აღიზიანებდათ მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ჟვანიას ახლობლობა.


თევდორაძე ასახელებს მათ გვარებს, ესენი იყვნენ: ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი.   თევდორაძე ასევე იხსენებს შემთხვევას, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მოხდა.


მისი თქმით, თავიდანვე ფიქრობდა, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელშიც შესაძლოა რუსული კვალი ყოფილიყო. თევდორაძის განცხადებით, ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ,  მას ესაუბრა რუსი დეპუტატი კონსტანტინ კოსაჩოვი, რომელმაც განუცხადა, რომ მზად იყო შეექმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი სტრასბურგში, ევროსაბჭოში, რომელსაც 10 დეპუტატის ხელმოწერა ესაჭიროებოდა, თუმცა როგორც თევდორაძემ განაცხადა, კომისიის შექმნისთვის საჭირო დოკუმენტზე გიგა ბოკერიამ ხელი არ მოაწერა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი