logo_geo
ლევან დავითაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალმა თაობამ ჯანსაღი ცხოვრების წესით ჯანსაღ გარემოში იცხოვროს
- +

19 ოქტომბერი. 2017. 16:52

ვაზისუბნის დასახლებაში სარაგბო კლუბ „არმაზის" ნორჩ მორაგბეთა ტურნირი გაიმართა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის  კანდიდატი ლევან დავითაშვილი დაესწრო.


როგორც დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, მსგავსი ღონისძიებებს კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიეცემა, რათა მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველდღიურ ნორმად იქცეს.


ვაზისუბნის სარაგბო სკოლა საკმაოდ ცნობილია, ვინაიდან ჩვენთან აღზრდილიმორაგბები დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავენ. გამარჯვებისშემთხვევაში, ისე როგორც ეს თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძისსაარჩევნო პროგრამაშია გაწერილი, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მომავალი თაობააღიზარდოს ჯანსაღი ცხოვრების წესით ჯანსაღ გარემოში და მათთვის ესყოველდღიურ ნორმად იქცეს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ტურნირს ცნობილი ქართველი მორაგბეებიც ესწრებოდნენ.  


 

big_banner
არქივი