logo_geo
12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა
- +

21 ოქტომბერი. 2017. 13:28



12:00 საათის მდგომარეობით, 3 644 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 567 699 ამომრჩეველი.


ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 12:00 საათისათვის ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა - 27.9%, ხოლო ყველაზე ნაკლები აქტივობა შიდა ქართლში - 13.9%. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა არის 14.8%.

 

„აღნიშნული მონაცემი რომ შევადაროთ 2014 წლის არჩევნების აქტივობას, მაშინ 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა 16.6%-ს შეადგენდა", - განაცხადა ანა მიქელაძემ.









 

big_banner
არქივი