„მინდა, ყველას მოგილოცოთ! მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქართული დემოკრატიის ძალიან დიდი გამარჯვებაა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. კვირიკაშვილმა 2017 წლის არჩევნებს წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა და დასძინა, რომ „თბილისს ხვალ უკეთესი დღე ელოდება!"
„მინდა, ჩვენს მოსახლეობას მოგილოცოთ, რომელსაც ჯერ კიდევ არ ულხინს... რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არაა, მაგრამ მოსახლეობამ ერთი რამ დაინახა, რომ ჩვენი ქვეყნის კურსი არის სწორი! ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობაა! მოსახლეობამ დაინახა, რომ ეს ხელისუფლება ქვეყანას სიყვარულით მართავს და არა დაყოფით, ძალადობით! მსოფლიოში ულამაზეს ქალაქ თბილისს კიდევ უფრო ლამაზი ხვალინდელი დღე ელოდება! მინდა, მივულოცო ჩვენს კახი კალაძეს!" - განაცხადა კვირიკაშვილმა.