logo_geo
ეკა ბესელია: ეს სისხლის სამართლის დანაშაულია!
- +

21 ოქტომბერი. 2017. 22:06



„ქართული ოცნების" დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მარნეულის სოფელ შულავერის 55-ე საარჩევნო უბანზე პირი ჟურნალისტის ყალბი მოწმობით იმყოფებოდა.

 

„საარჩევნო უბანზე ნადიმ გოჯაევის სახელით პიროვნება იყო შესული, რომელიც newsplace-ის ჟურნალისტად იყო წარმოდგენილი. მოხდა მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გადამოწმება და აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ეს პირი იყო ინტიზარ იბრაგიმოვი. ეს არის დოკუმენტების გაყალბება. ამის შემდეგ მან „ევროპული საქართველოს" წევრ აჰმედ იმამყულიევთან ერთად დატოვა ტერიტორია. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და საჭიროა, ფაქტის გადამოწმება მოხდეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


ბესელია ასევე შულავერის 55-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტს გამოეხმაურა.


მისი თქმით, საჭიროა, ოპონენტებმა ფაქტის დამადასტურებელი მასალა წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საქმე გვქონდეს პროვოკაციასთან.

 

„როდესაც აჰმედ იმამყულიევი ჩნდება სადმე, იქ ხდება პროვოკაცია. არ გამორიცხავ, ეს შეგნებულად ხდებოდეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.







 

big_banner
არქივი