logo_geo
„კახა კალაძე 51.4%, ზაალ უდუმაშვილი - 16.68%“ - ცესკო წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს!
- +

22 ოქტომბერი. 2017. 03:49



ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, თბილისის მერის არჩევნებში პირველ ადგილს „ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს, რომელსაც წინასწარი მონაცემებით 51.4% აქვს.

 

„მერის არჩევნების წინასწარ შედეგებს გამოვაცხადებ. სულ 737 უბნიდან  მონაცემები დათვლილია 165 უბანზე, რაც გახლავთ დაახლოებით 22 % თბილისის უბნებისა. მიღებული შედეგები შემდეგია N2 ელენე ხოშტარია - 7.39%.N3 კახა კუკავა - 1.26 %. N5 ზაალ უდუმაშვილი - 16.68%. N8 ირმა ინაშვილი - 3.27 %. N10 გიორგი გუგავა - 0.98 %. N11 დავით შუკაკიძე - 0.7%. N17 გიორგი ლილუაშვილი - 0.8 %. N18 ნიკოლოზ სანებლიძე - 0.5%. N20 თენგიზ შერგელაშვილი - 0.26%.  N26 გიორგი ვაშაძე - 1.85%. N39 ლაშა სტურუა - 0.11%. N41 კახა კალაძე - 51.4% და N42 ალექსანდრე ელისაშვილი 16.6 %",- განაცხადა ჟვანიამ.









 

big_banner
არქივი