logo_geo
„ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება!
- +

24 ოქტომბერი. 2017. 22:09



არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტთან დაკავშირებით, "ნაციონალურ მოძრობაში" დაპირისპირება გრძელდება.


პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებამ, რომ ისინი უარს ამბობენ მეორე ტურში მონაწილეობაზე, პარტიის წევრთა ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.


მეორე ტურისთვის მზად იყო მარტვილის მერობის კანდიდატი, თუმცა იძულებული გახდა პარტიას დამორჩილებოდა და საკუთარი პოლიტიკური სურვილები უკან წაეღო.


ბოიკოტისკენ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დანარჩენ ოპოზიციასაც მოუწოდა, თუმცა ეს სტრატეგია მისაღები არ აღმოჩნდა არც ერთი ოპოზიციური პარტიისთვის და კანდიდატები ბრძოლას აგრძელებენ.


ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მე-2 ტური 6 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება.


21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი