logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: მგონი, ასეთი ფაქტი საქართველოში ჯერ არ მომხდარა! წინ მივდივართ!
- +

25 ოქტომბერი. 2017. 19:08



პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებში ერთი ხმით იგებს.


„ვფიქრობ, ქვეყნისთვის ასე სჯობს, როცა სასამართლო არა მმართველ გუნდის, არამედ დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას... ასეთი ფაქტი მგონი არ მომხდარა საქართველოში!!! ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


სასამართლომ თამაზ მეჭიაურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გააუქმა თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ 5 ბათილი ბიულეტენი ლელა ქიტესაშვილს მიეკუთვნა.




 

big_banner
არქივი