logo_geo
იციკ მოშე: ირაკლი კობახიძის ვიზიტს ისრაელის სახელმწიფოში დიდი მნიშვნელობა აქვს
- +

26 ოქტომბერი. 2017. 15:11


 

„ამ ვიზიტში იყო სწორი მესიჯები, იყო პროფესიონალური და იყო წერტილოვანი", - ასე აფასებს ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის" თავმჯდომარე იციკ მოშე.


მისივე განცხადებით,  იერუსალიმის მერი საქართველოში ვიზიტით 25 წელია, არ ყოფილა და დღეს, ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილ შეხვედრაზე, საუბრის ერთ-ერთი საგანი მისი მომავალი ვიზიტი იქნება. იციკ მოშეს თქმით, დეკემბერში საქართველოს ისრაელის სახელმწიფოდან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ეწვევიან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ვიზიტით აქტიურად დაინტერესდნენ ადგილობრივი წამყვანი მედია საშუალებები.


„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტში რომ იყო სწორი მესიჯები, რომ იყო პროფესიონალური და რომ იყო წერტილოვანი, ჩვენ შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ, იმის მიხედვით, თუ რამდენად დაინტერესდა ისრაელის პრესა. ისრაელის წამყვანი გაზეთები დაინტერესდნენ ამ  ვიზიტით და ამ გაგებით იყო წარმატებული ვიზიტი.

 

დღეს კიდევ არის შეხვედრა იერუსალიმის მერთან, მინდა გითხრათ, რომ 25 წლის განმავლობაში, იერუსალიმის მერი არასდროს არ ჩამოსულა საქართველოში და იგეგმება მასთან შეხვედრის დროს, საქართველოში მის ვიზიტზე საუბარი. პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან შეხვედრები იყო პროფესიონალურ დონეზე და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან დეკემბერში უკვე ჩამოვა სამი პარტიის წარმომადგენელი საქართველოში, რომ შეხვედრა გამართონ და გააკეთონ ანალიზი, რა იყო დღემდე წარსულში და როგორ უნდა მოემზადონ მომავალი 25 წლისთვის. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან, პარლამენტის როლი ეს არის  - ანალიზი და მიმართულების ვექტორის დაგეგმვა", - განაცხადა იციკ მოშემ ჟურნალისტებთან საუბრისას.





 

big_banner
არქივი