logo_geo
კახა კალაძე: სიცრუეზე აკეთებ განცხადებებს, თან პრეზიდენტი, მე მგონი ცოტა არასწორია
- +

26 ოქტომბერი. 2017. 15:28



თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.

 

„მე არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება, თუმცა უბრალოდ მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, მგონია, რომ არასწორია. პრეზიდენტი უფრო მაღლა უნდა დადგეს ამ ყველაფერზე. წინასაარჩევნო დებატების დროს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა ეს შეკითხვა და ჩემი პასუხი იყო, რომ თუ არსებობს ამის რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, ერთად მივმართოთ შესაბამის სამსახურებს, მოხდეს გამოძიება, თუ ვინმე ავალდებულებდა ამ ადამიანებს, თუ იყო ზეწოლა, ესეც გამოვიძიოთ. ის, რომ მასწავლებელი, ბაღის თანამშრომელი, ექიმი ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში და მხარს მიჭერდა პირადად მე და „ქართულ ოცნებას", დასაძრახი და სიახლე არაფერია. ყველა ადამიანს აქვს უფლება და შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, დაესწროს შეხვედრებს, ჩაატაროს თუნდაც აგიტაცია და მე აქ არანაირ პრობლემას არ ვხედავ. თუ რაიმე დარღვევაა, ერთად გამოვიძიოთ. სიცრუეზე აკეთებ განცხადებებს, თან პრეზიდენტი, მე მგონი, ცოტა არასწორია", - განაცხადა კალაძემ.


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა.



 

big_banner
არქივი