logo_geo
კონსტანტინე შარაშენიძე: „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა შეცვალა ჩვენი რეალობა!
- +

27 ოქტომბერი. 2017. 23:42


 

დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მოსახლეობას მიმართავს:


ჩემო ოზურგეთელებო!

 

ჯერ კიდევ სოკრატეს უთქვამს: „ილაპარაკე რათა გაგიცნო!" ერებსა და დროს ყველას სხვადასხვა თავისებურება აქვს. ჩვენ ქართველებს კი ჩვენი. დრომ, ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა რომ „სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი სჯობს!"

 

ჩემო თანამოქალაქენო, ჩემი უმთავრესი დაპირებაც ესაა სიტყვა არ დარჩება სიტყვად! სიტყვას ყოველთვის მოჰყვება საქმე! მაგრამ ამისთვის კიდევ ერთხელ მჭირდება თქვენი თანადგომა! თქვენი ნდობის საარჩევნო ყუთებთან დაფიქსირება!

 

დღეს კი მადლობა ყველა ოზურგეთელს, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და არჩევნების პირველ ტურზე მივიდა. მადლობა მათ, ვინც ნდობა გამომიცხადა. ეს ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა. მადლობა მათაც, ვინც არჩევანი სხვა კანდიდატებზე გააკეთა. სწორედ მათ დამაფიქრეს, რომ რაღაც ჩემი წინასაარჩევნო კამპანიისას გამომეპარა, უფრო ყურადღებით უნდა მომესმინა ჩემი თანამოქალაქეებისთვის უფრო კარგად უნდა ამეხსნა, რატომ უნდა მანდონ ჩვენი ოზურგეთის მართვა. ესეც გამოცდილებაა!

 

გულწრფელად მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა შეცვალა ჩვენი რეალობა _ თითოეულ ჩვენთაგანს მართლაც თავისუფალი არჩევანის საშუალება მოგვცა. ჩვენ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ! სწორედ ამის დადასტურებაა ის, რომ დღეს საქართველოში დამოუკიდებელ კანდიდატს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და გაიმარჯვოს კიდეც!

 

არასდროს ვიზიარებდი აზრს, თითქოს პოლიტიკის სუფთა ხელებით კეთება არ შეიძლება. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და ჩემთვის _ ყოველთვის მისაღები და სამოქმედო სხვა პოსტულატი იყო: პირდაპირი პოლიტიკა _ საუკეთესო პოლიტიკაა. პრინციპული პოლიტიკა კი პრაქტიკული!

 

ამიტომაც გპირდებით: გავიმარჯვებთ და ოზურგეთს ეყოლება პრინციპული და პრაქტიკული მერი! თუმცა ესეც არაფერია თუ უმთავრესი რამ არ გამოძრავებს _ უფლის, ქვეყნის, ოჯახის, ქალაქის, უბნის, ზოგადად ადამიანის სიყვარული! და ბოლოს, ამ ყველაფერს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა დავამატოთ! პრინციპულობა, პრაქტიკულობა, სიყვარული და პასუხისმგებლობა! აი, ასე მინდა ვმართო ჩემი ოზურგეთი!

 

წინასაარჩევნო პერიოდმა კიდევ უფრო ნათლად დამანახა ის პრობლემები რომლებიც დაგროვილა, მაგრამ მერწმუნეთ თქვენთან ერთად მათაც მოვაგვარებ, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება ამის თქმის უფლებას მაძლევს!" - ნათქვამია კონსტანტინე შარაშენიძის განცხადებაში.





 


 

big_banner
არქივი