logo_geo
დავით ნარმანია: 10-ქულიანი სისტემიდან ჩემს თავს 8 ქულას დავუწერდი
- +

30 ოქტომბერი. 2017. 20:57


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ რადიო „პალიტრის" გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა, რომ მერის პოსტზე საკუთარ საქმიანობას 10-ქულიანი სისტემიდან 8 ქულას დაუწერდა.


„მე საერთოდ, ბუნებით ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც უფრო მეტს ვაკეთებ, სულ უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფ ადამიანებსაც, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში არ ვასვენებდი. სულ მინდოდა ახალი პროექტები, კიდევ უფრო მეტი შედეგი. ასე რომ, 10-ქულიანი სისტემით ჩემს თავს 8-ს დავუწერდი. შეუსრულებელი დიდი და მნიშვნელოვანი დაპირებები არ მაქვს. ყველაზე მთავარი, რაც დამაკლდა, ესაა ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტი, რომელიც მზადაა, ტერიტორია შერჩეულია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე და პროექტი გაკეთებულია, ტექნიკური ნაწილი, ყველაფერი მზადაა, მშენებლობის ნებართვაც არსებობს, მაგრამ ფინანსური რესურსების შეზღუდვიდან გამომდინარე, ეს ვერ მოვასწარი - ეს არის ერთი მთავარი ნაწილი ჩემი ასე ვთქვათ, შეუსრულებელი დაირებისა, თუმცა სწორი ორიენტირი არჩეულია და გარკვეული ნაწილი ამ საქმისა გაკეთებულია. მეორე ესაა, გამწვანების კომპონენტი - მოსახლეობას დავპირდით 1 მილიონ ხეს და 700 ათასი გვაქვს დარგული. გახარების მაჩვენებელი პრინციპში კარგია, თუმცა მილიონამდე ვერ ავედით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

big_banner
არქივი