logo_geo
ლევან კობიაშვილი „ქართველთა მარშის“ ბრალდებებს პასუხობს
- +

30 ოქტომბერი. 2017. 21:53


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობიაშვილი „ქართველთა მარშის" ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც კობიაშვილი მათ დაემუქრა.

 

,,სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ქართული მარშის აბსურდულ განცხადებას.

 

განვმარტავ საზოგადოებისთვის, რომ შეხვედრაზე საერთოდ არ იმყოფებოდა ის ოთხი ადამიანი ვინც დღეს ბრიფინგი გამართა. მე მათ არ ვიცნობ და არასოდეს შევხვედრილვარ.

 

გია კორკოტაშვილთან და სანდრო ბრეგაძესთან შეხვედრაზე, ჩემი მხრიდან მსგავსი ტიპის მუქარა (სიცოცხლის მოსპობა, მუხლების დახვრეტა, მიწაში ჩადება და სხვ.) რასაკვირველია, არ გაჟღერებულა, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინების წინააღმდეგი ნებისმიერი ადამიანის მიმართ", - ნათქვამია კობიაშვილის განცხადებაში. 


 

big_banner
არქივი