logo_geo
კახა კალაძე: ველოსიპედის ძეგლის და მშვიდობის ხიდის გადატანაზე უფრო მეტად საჭირბოროტო საკითხებია ქალაქში!
- +

1 ნოემბერი. 2017. 01:05


 

„ველოსიპედის ძეგლის და მშვიდობის ხიდის გადატანასთან დაკავშირებით საუბარი და კონსულტაციები არავისთან მქონია", - ამის შესახებ თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.


მისივე თქმით, დედაქალაქში უფრო ბევრი საჭირბოროტო საქმე და პროექტებია განსახორციელებელი სხვადასხვა მიმართულებით.


„მე მგონია, დღეს უფრო ბევრი საჭირბოროტო საქმე და პროექტებია განსახორციელებელი ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის საცობი და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, ეს არის ქალაქის კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ. მერე ვნახოთ რა იქნება. ამ კონკრეტულ საკითხზე არავისთან მქონია საუბარი", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

big_banner
არქივი