logo_geo
ლევან კობიაშვილი: ფეხბურთის ფედერაცია თავის ფეხბურთელს ყოველთვის დაიცავს ნებისმიერი სახის აგრესიისგან!
- +

1 ნოემბერი. 2017. 03:21



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის დაიცავს თავის ფეხბურთელს ნებისმიერი სახის აგრესიისგან.

 

ამ თემასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დააფიქსირა პოზიცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველთვის დაიცავს თავის ფეხბურთელს ნებისმიერი სახის აგრესიისგან. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციის პოზიციას, მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას და არა ძალადობას. ეს არის ჩვენი პოზიცია, ეს არის ჩემი, ეს არის ფედერაციის პოზიცია", - განაცხადა კობიაშვილმა.


კობიაშვილი ქართველთა მარშის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.

 

რაც შეეხება განცხადებას ქართველთა მარშის, ეს არის არასწორი ინფორმაცია, აბსურდული ბრალდებები რაზეც გუშინვე გავეცი პასუხი. ნამდვილად ვერ ვხვდები რატომ უნდა დატოვოს ნაკრები" , - განაცხადა კობიაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ქართველების მხრიდან სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიან კაპიტნის სამკლავური ეკეთა.


 

big_banner
არქივი