logo_geo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანი განცხადება მინდა გავაკეთო პენსიებთან დაკავშირებით...
- +

3 ნოემბერი. 2017. 16:06


 

„მნიშვნელოვანი განცხადება მინდა გავაკეთო პენსიებთან დაკავშირებით, მათ შორის, პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, იგეგმება პენსიის გაზრდა. 

 

„მოგეხსენებათ, რომ ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში შემოვა საპენსიო რეფორმის კანონი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გამიზნული, რომ აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი. თუმცა ვიდრე ჩვენ ინდექსაციის ჩანაწერს განვიხილავთ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ხარჯების ნაწილში წარმოდგენილიც იყო, როდესაც ჩვენ საშუალოვადიანი ბიუჯეტი წარმოვადგინეთ, რომ ინდექსაციის მეთოდით 2019 წელს - 20 ლარით და 2020 წელს - 20 ლარით გაიზრდება პენსიები. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ არ გამოვიყენეთ პოპულისტური ხერხი და მართალია, ვიცოდით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსია გაიზრდებოდა, თუმცა არ გავაკეთეთ ეს განცხადებები. არ მივეცით ფუჭი დაპირებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვაძლევთ დაპირებებს, რომელსაც ვასრულებთ, ჩვენ 2016 წელს ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით, რომ ეკონომიკა გაიზრდებოდა, ოთხპუნქტიანი გეგმა შესრულდებოდა და შესაბამისად, ჩვენ უნდა მივცეთ ის დაპირებები, რომელსაც შევასრულებთ. ჩვენ 2019 და 2020 წელს გავზრდით პენსიას. ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელშიც ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.


 

big_banner
არქივი