logo_geo
რაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი გიგა ბოკერიას?
- +

13 დეკემბერი. 2016. 15:40


 


პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპირებს, რომ ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატები შეისწავლოს, რასაც მიესალმება.

 

„დღეს მოვისმინე სხვადასხვა ტიპის შეფასებები, გაისმა ასეთი მოსაზრებაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა შეისწავლოს ყველა კანდიდატის კონტაქტები, ბიოგრაფია და ა.შ. რამდენად სანდოა ესა თუ ის კანდიდატი, რომ მონაწილეობდეს ნდობის ჯგუფში. მივესალმები ამას, მზად ვარ, შემისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. მაგრამ, ასევე უნდა შეისწავლონ „ნაციონალური მოძრაობა", მათი გადაადგილება, კონტაქტები რუსეთთან, მერე გაირკვევა, ვინ არის რუსეთის აგენტი, და ვინ არა.

 

პირველ რიგში, ვგულისხმობ გიგა ბოკერიას. მე არ გამიყიდია ჩემი სატელევიზიო პროექტი, არ მიმიყიდია „გაზპრომისთვის", და ვინც მიყიდა „გაზპრომს", ის ხალხი შეამოწმონ, რამდენად სანდოა მათი მონაწილეობა ნდობის ჯგუფში, თორემ ირმა ინაშვილის ბიოგრაფია და ჩემი კონტაქტები, შეისწავლოს ვისაც უნდა, როგორც უნდა, როცა უნდა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


 

right_banner big_banner
არქივი