logo_geo
„ან გააკეთებ მიწისქვეშა გადასასვლელებს, ან…“ - კახა კალაძემ ლევან ჯღარკავას 10-დღიანი ვადა მისცა
- +

8 ნოემბერი. 2017. 15:16



ათდღიანი ვადა მიწისქვეშა გადასასვლელების მოსაწყობად - ასეთი დავალება მიიღო „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელმა არჩეული მერისგან.


კახა კალაძემ ნაგავსაყრელად ქცეული მიწისქვეშა გადასასვლელები ზოოპარკისა და გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაათვალიერა.


„თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ, მერის დავალების შესრულება მისი მიღებიდან 1 საათში დაიწყო.


თბილისში სულ 55 მიწისქვეშა გადასასვლელია,  23 მიწისქვეშა გადასასვლელი უკვე გასხვისებულია. მისი მფლობელები და მეიჯარეები ანტისანიტარიაზე და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ.


არსებული პრობლემის მოსაწესრიგებელი გეგმის შესამუშავებლად მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ვადა 17 ნოემბრამდე აქვს.







 

big_banner
არქივი