logo_geo
კახა კალაძე: მჯერა, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით, ოზურგეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს
- +

8 ნოემბერი. 2017. 20:09


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები ოზურგეთის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მხარდასაჭერად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.


შეხვედრა ძიმითის კულტურის სახლში გაიმართა, რომელსაც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და გურიის რეგიონის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ესწრებოდნენ.


როგორც კალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, 12 ნოემბერს ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება, რაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ნაწილია.


მჯერარომ თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსმიერ წარმოდგენილი კანდიდატი გაიმარჯვებსვიცითრომ ქვეყანაში პრობლემები ჯერ კიდევ არსებობსრომელთაც დღეს არსებულიპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარეხელისუფლებაში მყოფი გუნდიმოაგვარებს", - მიმართა კალაძემ ადგილობრივ მოსახლეობას.


„ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ბეგლარ სიორიძეს წარმატება უსურვა და ადგილობრივ ამომრჩეველს მმართველი გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


ვინც არ უნდა იყოს და რა სიცრუეზეც არ უნდა ააგოს საკუთარი საარჩევნო კამპანიაარავის არაფერი გამოუვადღეს ქვეყანაში არ ბნელა და ყველა ყველაფერს ძალიანკარგად ხედავსმჯერარომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთრომელიც მმართველიგუნდისა და ბეგლარ სიორიძის სასარგებლო იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ. 


ძიმითის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით თავად მერობის კანდიდატმაც მიმართა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

 

გპირდებითრომ ჩვენს მუნიციპალიტეტშითქვენთან ერთადძალიან ბევრსაინტერესო პროექტს განვახორცილებთმომდევნო ოთხი წლის განმავლობაშითანაგუნდელებთან ერთადმუხლჩაუხრელად ვიშრომებ იმისთვისრომ ყველა ისპრობლემა მოვაგაროთრომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებმოსახლეობას აწუხებსმჯერარომ ერთად ძალიან ბევრ საინტერესო პროექტსგანვახორციელებთ", - აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ, მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.










big_banner
არქივი