logo_geo
ლევან ლიპარტია: ბორჯომის მოსახლეობას ეყოლება მერი, რომლის მთავარი ორიენტირი ადამიანი იქნება
- +

10 ნოემბერი. 2017. 13:36


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია სოფლების საკირესა და ტაძრისის მოსახლეობას შეხვდა.


მერობის კანდიდატმა ადგილობრივებთან შეხვედრაზე სოფლებში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილა. ასევე, იმსჯელა მათი მოგვარების გზებზე.

 

„არჩევნების შემდეგ, მაქსიმალურად სწრაფად შევუდგებით არსებული პრობლემების მოგვარებას, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანი და მისი კეთილდღეობა, მათი გასაჭირის გულთან ახლოს მიტანა და სწრაფი რეაგირება არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. მერად არჩევის შემთხვევაში, ბორჯომის მოსახლეობას ადგილობრივ თვითმმართველობაში ეყოლება მერი, რომლის მთავარი ორიენტირი ადამიანი იქნება", - განაცხადა ლევან ლიპარტიამ.


მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და 12 ნოემბერს, არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.






 

big_banner
არქივი