logo_geo
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს სჭირდება განვითარების არაჩვეულებრივი ტემპები...
- +

13 დეკემბერი. 2016. 21:20




საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, სადაც პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება განვითარების არაჩვეულებრივი ტემპები, რაც ჩვეულებრივი მეთოდებით ვერ მოხერხდება. სხდომის დასასრულს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მინისტრსა და სამინისტროს გუნდს მადლობა გადაუხადა.


 „ყველა კარგად ვაცნობიერებთ და კარგად გვესმის, რომ საქართველოს სჭირდება განვითარების არაჩვეულებრივი ტემპები, რაც ჩვეულებრივი მეთოდებით ვერ მოხერხდება. ამიტომ ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ეს და წინა განხილვები ბიუჯეტის ახალი პროექტის, ეკონომიკური და ფისკალური რეფორმების", - განაცხადა თალაკვაძემ.


 

big_banner
არქივი