logo_geo
არჩილ თალაკვაძე: რომან გოცირიძეს შესაბამის პასუხებს გავცემთ...
- +

11 ნოემბერი. 2017. 23:51



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაფინანსების შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" საკანონმდებლო ინიციატივა შეაფასა.


„ჩვენ, როგორც იცით, მხარს ვუჭერთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" რეფორმას, მხარს ვუჭერთ მის დამოუკიდებლობას და იმას, რომ მომავალში „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ეკუთვნოდეს და ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას, საზოგადოების ინტერესებს. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომან გოცირიძის ინიციატივას და შესაბამის პასუხებს გავცემთ პარლამენტში.

 

თუ „ნაციონალურ მოძრაობას" ისევ ისე ესმის თავისუფალი მედია, როგორც მათი მმართველობის დროს იყო, როდესაც სრული კონტროლით წარმოედგინათ მედიის მართვა, დღეს ეს ვეღარ განმეორდება. ამ ინიციატივას ექნება ნულოვანი მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტში", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. ინიციატივა, რომლის ავტორია დეპუტატი რომან გოცირიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაფინანსების წესის შეცვლას ითვალისწინებს.


საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.


 

big_banner
არქივი