logo_geo
ირაკლი კობახიძე: სავარაუდოდ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდება
- +

12 ნოემბერი. 2017. 17:25



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ მთავრობაში გარკვეული ცვლილებები იქნება.

 

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კონსულტაციები გვქონდა, ასევე, ვადასტურებ, რომ იქნება გარკვეული სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. რაც შეეხება დეტალებს, უკვე დაანონსდა, რომ ხვალ პრემიერ-მინისტრს ბრიფინგი ექნება, სადაც გაჟღერდება ყველა ინფორმაცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი იქნება თუ არა დღის წესრიგში კობახიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია კონსულტაციების შედეგებზე.

 

„ეს დამოკიდებულია კონსულტაციების დასრულებაზე. როგორც მოგეხსენებათ, თუ მესამედით იცვლება მთავრობის შემადგენლობა, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება ნდობის გამოცხადება. სავარაუდოდ, ნდობის გამოცხადება საჭირო გახდება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი კონსულტაციების საფუძველზე დაზუსტდება", - განაცხადა კობახიძემ.








 

big_banner
არქივი