logo_geo
20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ ექვსივე საარჩევნო ოლქის მიხედვით 33.24% შეადგინა
- +

12 ნოემბერი. 2017. 21:39



ექვს ოლქში 317 საარჩევნო უბანი უკვე დაიხურა. 20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ექვსივე საარჩევნო ოლქის მიხედვით 33.24%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურში საკუთარი არჩევანი რეგისტრირებული 328 272 ამომრჩევლიდან 109 119-მა გააკეთა. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.


ყველაზე აქტიური ოლქი მთელი დღის განმავლობაში იყო ოზურგეთი. 20:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთში საარჩევნო უბნებზე მივიდა ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის - 56.7% ანუ 35 309 ადამიანი. ყველაზე პასიური იყო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი - ბოლო მონაცემებით, აქ არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა მხოლოდ 17.98% ანუ 27 427 ადამიანი მივიდა.


ბორჯომში აქტივობა - 52.89% იყო (14 030 ადამიანი). ყაზბეგში ხმა მისცა 2813-მა ადამიანმა, ანუ 52.95%-მა. ხაშურში აქტივობა 34.66%-ს შეადგენს - 16 973 ამომრჩეველმა ისარგებლა ხმის უფლებით. მარტვილში კი 38.49 % ანუ 12 567 ამომრჩეველი მივიდა ოლქში გახსნილ საარჩევნო უბნებზე.


20:00 საათის მონაცემებით საოლქო კომისიებში შესულია 25 საჩივარი. მათ შორის ყველაზე მეტი ბორჯომში - 11 საჩივარი, ოზურგეთში - 10. ორი საჩივარი შევიდა ქუთაისში, თითო-თითო ხაშურსა და მარტვილში. ყაზბეგში საჩივრები არ დაწერილა. ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საჩივარი პროცედურულ ხარვეზებს ეხება.







 

big_banner
არქივი