logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩემი მთავარი შეცდომაა ის, რომ...
- +

14 ნოემბერი. 2017. 13:44


 

„ჩემი მთავარი შეცდომაა ის, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება შეიძლებოდა უფრო სწრაფად და თამამად, ვიდრე გავაკეთე - მაგალითებს არ მოვიყვან", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.


„ჩემი ჩანაცვლება განაპირობა ერთობლივმა გადაწყვეტილებამ გუნდში პრემიერ-მინისტრის, ჩემი და ჩემი კოლეგების. შევთანხმდით, რომ ასე აჯობებდა განათლების სისტემისთვის და რეფორმებისთვის.

 

ჩემი მოსაზრებაა ის, რომ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ხშირი ცვლა ძალიან საზიანოა, თუმცა, ეს არ ხდება. წინა მინისტრისგან მე გადავიბარე სისტემა და დიდწილად, რეფორმების 80% შენარჩუნდა. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ძალიან მაღალი ხარისხი გვექნება თავსებადობის ახალი მინისტრის საქმიანობასთან. ვფიქრობ, ზიანი მინიმალური იქნება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების ახალ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს თანამდებობა გადააბარა.








 

big_banner
არქივი