logo_geo
„გადავდივართ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისგან გათავისუფლების ფინალურ ფაზაში“
- +

14 დეკემბერი. 2016. 01:20


ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ არაფორმალური შეთანხმების თანახმად, რომელიც გაფორმდა პარლამენტსა და მოლაპარაკებათა საბჭოს მიერ, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე შესვლის უფლება.


ვიზალიბერალიზაციის საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებელმა მარია გაბრიელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი გადადის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისგან გათავისუფლების ფინალურ ფაზაში.


„ჩვენ გადავდივართ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისგან გათავისუფლების ფინალურ ფაზაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ შეთანხმების მიღება, რათა წინ წავიწიოთ შეჩერების მექანიზმის გადახედვის პარალელურად და მზად ვიყოთ, რომ ისინი ერთად შევიდეს ძალაში. მოხარული ვარ, რომ საბჭომ მხარი დაუჭირა ჩვენს პოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად მინიჭების შესხებ. საბოლოოდ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის არის, რათა მიუახლოვდნენ ევროკავშირს მობილურობის და პოლიტიკური თვალსაზრისით", - განაცხადა გაბრიელმა.


გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შეთანხმება უნდა დამტკიცდეს Coreper-ის წევრი სახელმწიფოებისა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის და მთლიანად პარლამენტის მიერ, რაც იანვარშია მოსალოდნელი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი