logo_geo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარიზაციის პროექტით მთავრობის არც ერთი წევრი არ ისარგებლებს
- +

14 დეკემბერი. 2016. 21:24



ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის პრინციპული ამოცანაა,  ქვეყანაში უცხოური ვალუტის რყევაზე დამოკიდებულება შემცირდეს. ქუმსიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია ლარიზაციის პროექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.


„დაწყებულია ლარიზაციის დიდი პროექტი, მათ შორის ერთჯერადი აქცია, რომლითაც მთავრობა ეხმარება 2015 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული სესხების მქონე ადამიანებს, რომელთა მოცულობა 100 000 ლარზე ნაკლებია. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ჩვენ მოგვიხსნის დამოკიდებულებას სავალუტო რყევებზე. აქვე მინდა განვმარტო, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს წესი, თუ როგორ უნდა განკარგოს 65 მლნ ლარი. რა თქმა უნდა მქონდა პრემიერთან ამაზე კომუნიკაცია. ეს ჩვენთვის შიგნით ისედაც ცხადი იყო. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ მთავრობის არც ერთი წევრი არ ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით, მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა რაიმე სახის კრედიტი. ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავალი 100 000 ლარზე მეტია, ისინიც არ ისარგებლებენ აღნიშნული პროექტით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

right_banner big_banner
არქივი